ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები პროკურატურისთვის ამ დრომდე არ გადაუცია
ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები პროკურატურისთვის ამ დრომდე არ გადაუცია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რომ დოკუმენტს საგამოძიებო უწყებაში გაგზავნიდნენ. ორგანიზაცია დამატებით დროს ითხოვს იმ დოკუმენტის გასაგზავნად, რომელიც არჩევნების დღესვე ჰქონდა. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ ისფედი ახლა დოკუმენტის გაყალბებას შეეცდება, რადგან მათი მონაცემები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა და დოკუმენტის გასაჯაროება, კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე, მტკიცებულებებს არ ეფუძნება.
