ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ტურიზმი - ამ დარგებში გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და თურქმენეთს შორის
ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ტურიზმი - ამ დარგებში გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და თურქმენეთს შორის. თურქმენეთში წარმოებული ნავთობპროდუქტები ექსპორტის სახით შემოვა საქართველოში და ჩვენი ქვეყნის გავლით, სხვა ქვეყნებში გაიგზავნება. ასევე განიხილება გაზის შემოსვლა თურქმენეთიდან, რაც ქვეყნის ენერგოსისტემის დივერსიფიცირებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. საქართველოს ამბიციაა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შუა დერეფნის კუთხით და არსებული პერსპექტივა გამოიყენოს.
