საფრანგეთის პრეზიდენტი ბირთვული შეკავების საკითხს ევროპელ კოლეგებთან განიხილავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ბირთვული შეკავების საკითხს ევროპელ კოლეგებთან განიხილავს. მისი მიზანია რამდენიმე თვეში გაარკვიოს, რამდენად შესაძლებელია საფრანგეთმა საკუთარი ბირთვული ქოლგის ქვეშ მოაქციოს ევროკავშირი და ამ საკითხზე წევრ სახელმწიფოებთან ტექნიკური თანამშრომლობის ვარიანტები შეიმუშაოს. მაკრონმა გააკრიტიკა რუსეთიც და თქვა, რომ ბირთვული შეკავების გაძლიერება მოსკოვისადმი უნდობლობითაა განპირობებული. კრემლმა მაკრონს მოუწოდა შეწყვიტოს ბირთვული მუქარა.
