ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო მასშტაბით ათობით საკონსულოს დახურვას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო მასშტაბით ათობით საკონსულოს დახურვას გეგმავს. „ნიუ იორკ ტაიმსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დიპლომატიურ უწყებაში, მისიების დახურვის პარალელურად, საკონსულოებში მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ გათავისუფლებას აპირებენ. გამოცემის ცნობით, დიპლომატიური მისიების დახურვა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. საკონსულოების დახურვა ერთ-ერთი ნაწილია დონალდ ტრამპის იმ გეგმისა, რომელიც დეფიციტის ფონზე, ფედერალური საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას ემსახურება.
