დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 81 წელი შეუსრულდებოდა. თარიღთან დაკავშირებით ეროვნული გმირის საფლავზე იმყოფებოდნენ ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, ვეტერანთა საზოგადოების წარმომადგენლები. ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი გვირგვინით შეამკო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად.
