საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილს პარლამენტის თავმჯდომარე ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს
საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილს პარლამენტის თავმჯდომარე ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის მაგალითად შალვა პაპუაშვილს მოჰყავს დიპლომატების სასამართლო პროცესებზე დასწრება, რასაც სპიკერი მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებად განიხილავს.
