პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ენჯეო სექტორი არა საზოგადოების დაკვეთის, არამედ დამფინანსებელთა იდეების გამტარებელია
არასამთავრობო სექტორი, რომელსაც დემოკრატიული მანდატი არ აქვს და მხოლოდ საკუთარი დონორების ინტერესებს ატარებს. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ენჯეო-სექტორი არა საზოგადოების დაკვეთის, არამედ დამფინანსებელთა იდეების გამტარებელია. ამის არაერთი მაგალითი არსებობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, პრაქტიკამ ისიც აჩვენა, რომ რაც იუ ეს ეი აიდის ფინანსური რესურსების გადანაწილება შეწყდა, გენდერის და ლგბტ საკითხებმაც აქტუალობა დაკარგა. ასევე გაიშიფრნენ ის ფსევდო-ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ფინანსური წყაროს ძიებაში, ამჯერად ესტონეთში დარეგისტრირდნენ.
