საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებითი დინამიკა. მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადებისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ცენტრალურ აზიაში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.