„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“
„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ - ტრენინგ სემინარი სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის სამდღიან ტრენინგ-სემინარს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან. მისასალმებელ სიტყვაში თეა ახვლედიანმა აქცენტი გააკეთა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში ქალების როლისა და ეფექტიანი მონაწილეობის მნიშვნელობაზე. დისკუსია კითხვა პასუხით წარიმართა.
