პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ხაბარელმა პარლამენტის თავმჯდომარეს ოლიმპიური ფესტივალის ფინალური ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, ფრანკფურტში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა, საუკეთესო სპორტული ღონისძიების სტატუსი მიიღო. შეხვედრაზე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მხარდაჭერის და ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით, სპეციალური სამადლობელი ჯილდო გადასცეს.