ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისათვის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისათვის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 13 ქვეყნის ელჩებმა გადასცეს. მათ შორის ბელგიის სამეფოს, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, კორეის რესპუბლიკის, კვიპროსის რესპუბლიკისა და სხვა ქვეყნების დიპლომატებმა. პრეზიდენტმა ელჩებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
