პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა თურქმენეთის პრეზიდენტს. გარდა ამისა, გაიმართება ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით, რის შემდეგაც დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.
