შეხვედრა ელჩებთან
საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ბელგიის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, მალაიზიის, გვატემალის, პაკისტანისა და ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრამდე, ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს გიორგი ზურაბაშვილს და ხათუნა თოთლაძეს გადასცეს. ელჩები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისსაც ეწვივნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ
