პრემიერის ვიზიტი თურქმენეთში
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთშია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ცერემონია აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში შედგა, პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ირაკლი კობახიძეს ხვალ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რის შემდეგაც დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად იმყოფება
