საბერძნეთში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
საბერძნეთში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. აქტივისტები სამართალდამცველების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ისროდნენ. მათ გასანეიტრალებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. არეულობის დროს რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. არიან დაშავებულებიც. ათენის ცენტრალურ ნაწილში დემონსტრაცია სარკინიგზო კატასტროფის ორი წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. ტრაგედიას 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქციის მონაწილეებმა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს
