რუსეთი უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების განთავსებას ეწინააღმდეგება, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპულ ჯარებს მოსკოვი განიხილავს როგორც ომში ნატოს პოტენციურ ჩართვას
რუსეთი უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების განთავსებას ეწინააღმდეგება, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპულ ჯარებს მოსკოვი განიხილავს როგორც ომში ნატოს პოტენციურ ჩართვას. სერგეი ლავროვი საფრანგეთის პრეზიდენტის გამკაცრებულ სამხედრო რიტორიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ ემანუელ მაკრონი ომის გახანგრძლივებაზე ზრუნავს. ლავროვის თქმით, რუსეთი საფრთხედ განიხილავს მაკრონის ინიციატივას ევროკავშირის საფრანგეთის ბირთვული ქოლგით დაცვასთან დაკავშირებით
