სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ამბობს, რომ ევროპულ საბჭოზე უკრაინაში კორუფციის საკითხს განსახილველად დააყენებს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ამბობს, რომ ევროპულ საბჭოზე უკრაინაში კორუფციის საკითხს განსახილველად დააყენებს. ფიცო აცხადებს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული დასავლური დახმარების ნახევარზე მეტი მოპარულია და ევროპამ კიევისგან ამ საკითხზე განმარტებები უნდა მოისმინოს. რობერტ ფიცო ასევე ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება არ სურს, რათა პრეზიდენტობა გაიხანგრძლივოს. ფიცოს მტკიცებით, ზელენსკიმ იცის, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ მას ხალხი აღარ აირჩევს