2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა
2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. უწყების ცნობით, ამავე პერიოდში ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი და ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
