გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბერში, დაკავებულს დაუკავშირდა მეგობარი და როგორც მის სანდო პირს, გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, სანაცვლოდ ის შესაბამის თანხას მიიღებდა. შეთავაზებაზე დათანხმების შემდეგ, დაკავებულს დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა და გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო. ბრალდებული 5 მარტს დააკავეს, როდესაც ის სარფის გავლით ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. უწყების ცნობით, ჩატარდა დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. პოლიციის მიერ, ამოღებულია ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გიორგი ბაჩიაშვილი და ბრალდებული გადაადგილდებოდნენ. ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ფული
