საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ბელგიის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, მალაიზიის, გვატემალის, პაკისტანის და ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ბელგიის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, მალაიზიის, გვატემალის, პაკისტანის და ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრამდე, ელჩებმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს გიორგი ზურაბაშვილს და ხათუნა თოთლაძეს. ელჩები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ
