ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართება. ხვალ კი ირაკლი კობახიძეს, თურქმენეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რის შემდეგაც, დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა
