სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნების დროს ავია გამანადგურებლებმა დასახლებული პუნქტი შემთხვევით დაბომბა
სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნების დროს ავია გამანადგურებლებმა დასახლებული პუნქტი შემთხვევით დაბომბა. შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინციდენტი ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს, ქალაქ პოჩეონში მოხდა. ავია გამანადგურებლებმა დასახლებულ პუნქტში სულ 8 ერთეული ბომბი ჩამოაგდეს, მათგან ერთი აფეთქდა, დანარჩენის გასანეიტრალებლად კი გამნაღმველები მუშაობენ. ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. სამხრეთ კორეის სამხედრო საჰაერო ძალებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყო.