"პოლიტიკო" წერს, რომ დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკის გამო, ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლას საფრთხე დაემუქრა
"პოლიტიკო" წერს, რომ დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკის გამო, ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლას საფრთხე დაემუქრა. სტატიაში ნათქვამია, რომ ალიანსის წევრი მოკავშირეები აქამდეც ფრთხილობდნენ დაზვერვის მონაცემების გაზიარებისას, თუმცა მათი შეშფოთება კიდევ უფრო მას შემდეგ გაიზარდა, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეუწყვიტა სადაზვერვო ცნობების მიწოდება. ცოტა ხნის წინ საფრანგეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ უკრაინას ომის საწარმოებლად არმიისთვის მნიშვნელოვანი მონაცემებს პარიზი მიაწვდის.
