თეთრმა სახლმა CNN-ი ტყუილში ამხილა
თეთრმა სახლმა CNN-ი ტყუილში ამხილა - ტელეკომპანიამ დონალდ ტრამპის მიერ ტრანსგენდერ თაგვებზე გაკეთებული განცხადება გადაამოწმა. თავდაპირველად CNN-ი ირწმუნებოდა, რომ, ამერიკის პრეზიდენტმა იცრუა, როდესაც აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს თაგვებისთვის სქესის შეცვლაზე 8 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მოგვიანებით ტელეარხმა ცნობა ჩაასწორა და შეცდომა აღიარა. CNN-ს თეთრმა სახლმა ოფიციალური წერილით გასცა პასუხი, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომპანია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ნამდვილად დახარჯა მილიონობით დოლარი თაგვების სქესის შეცვლის ექსპერიმენტებზე.
