მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია ახალ პროექტს იწყებს
მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია ახალ პროექტს იწყებს. პროექტი ეხება საინფორმაციო ტურს. რუსთავის მერმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მერიაში დანერგილი პრაქტიკა გააცნო. რეფორმის ფარგლებში შექმნილია მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, განახლებულია მუნიციპალური ტრანსპორტი, რეფორმა გატარებულია კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, სიახლეებია დანერგილი ქალაქის მოვლა-პატრონობის და ურბანუილი განვითარების სფეროშიც.
