დიდი ოდენობით კრიპტოვალურის მითვისების საქმე დასკვნით ეტაპზეა
დიდი ოდენობით კრიპტოვალურის მითვისების საქმე დასკვნით ეტაპზეა. გიორგი ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია. რაც შეეხება ბაჩიაშვილის უძრავ ქონებას, რომელიც მას გირაოს უზრუნველსაყოფად ჰქონდა ჩადებული, პროკურორის თქმით, პირობების დარღვევისა და მისი ამოღების მიზნით, აღსასრულებლად უნდა მიეცეს შესაბამის ორგანოს. ბაჩიაშვილი დისტანციურად ვერ დაიკითხება . მოსამართლემ განმარტა, რომ ის მართლმსაჯულებას თავს არიდებს და მიმალვაშია.
