უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ სტადიონზე „ლივერპულთან“ 0-1 დამარცხდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ სტადიონზე „ლივერპულთან“ 0-1 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 78 წუთი ითამაშა და პარიზის გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ის თანაგუნდელებს შორის ყველაზე აქტიური იყო და მე-20 წუთზე ეფექტური დარტყმით გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. თამაშის ერთადერთი ბურთი კი, 86-ე წუთზე, „ლივერპულის“ ნახევარმცველის ჰარვი ელიოტის ანგარიშზეა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ლივერპულში 11 მარტს გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
