შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და კანადის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და კანადის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დეტალებზე თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, საუბარი ტარიფებს, ასევე, მიგრანტების საკითხს შეეხო. ტრამპის თქმით, მან ტრიუდოს კითხვა არჩევნების ჩატარებაზეც დაუსვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. ამის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჯასტინ ტრიუდო კანადის გუბერნატორად მოიხსენია.