ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში რიგგარეშე სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ
ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში რიგგარეშე სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვის საკითხებს განიხილავენ. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. “ლიდერები გაცვლიან მოსაზრებებს ევროპული წვლილის შესახებ უსაფრთხოების გარანტიებში, რომელიც აუცილებელია უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში. შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი. მანამდე ფინურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღევანდელ სამიტზე უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა არ იგეგმება.
