უკრაინაში მშვიდობის მიღწევა ნებისმიერ ფასად დაუშვებელია
უკრაინაში მშვიდობის მიღწევა ნებისმიერ ფასად დაუშვებელია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეისათვის რუსეთი სერიოზულ საფრთხეს საფრანგეთისა და ევროპისთვისაც წარმოადგენს, რაზეც საფრანგეთი თვალს ვერ დახუჭავს და მაყურებლის პოზიციაში ვერ ჩადგება. როგორც საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში ევროპული კონტინგენტი უნდა განთავსდეს. მაკრონი დებატების დაწყების წინადადებითაც გამოვიდა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთმა ბირთვული იარაღით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეები დაიცვას.
