ბორჯომში 60-მილიონიანი ინვესტიციით 5-ვარსკვლავიანი ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება
ბორჯომში 60-მილიონიანი ინვესტიციით 5-ვარსკვლავიანი ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. პროექტის განხორციელების შედეგად 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები. პროექტის პირველი ეტაპის დასრულება 2027 წლის ბოლოს იგეგმება, ხოლო კომპლექსის მშენებლობის დასრულების თარიღად 2029 წელია გათვალისწინებული.