საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ბერლინში მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ბერლინში მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. 3 დღიან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარმოდგენილი. საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული სერვისებისა და მიმართულებების შესახებ. პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოლაპარაკებებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების, პიარ კომპანიებისა და დაჯავშნის პლატფორმების წარმომადგენლებთან. მიზანი საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდაა. ბერლინის გამოფენაზე 190 ქვეყანაა წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
