საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკის პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნით. მხარეები თანხმდებიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ფინანსური სექტორების რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ფინანსური ტექნოლოგიების, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროებში თანამშრომლობაზე.