საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი ელჩები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ
საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი ელჩები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ. დიპლომატები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას. მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ