ვინ რისთვის და რის საფუძველზე დაასანქცირა ესტონეთმა
ვინ რისთვის და რის საფუძველზე დაასანქცირა ესტონეთმა?! დასასანქცირებელ პირთა სია ოპოზიციამ და ენჯეოებმა ერთობლივად შეადგინეს. ამ საქმეს კი სათავეში ეკა გიგაური და მისი ოპოზიციურ-აქტივისტური ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ედგა. ირკვევა, რომ ბალტიისპირეთში დასანქცირებულ პირთა სია და მიზეზები, სწორედ გიგაურის ორგანიზაციის შეხედულებით შედგა. მაგალითად ლაშა ტალახაძე, რომელიც ამ სიაში იმის გამო მოხვდა, რომ როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა მიუთითებს, ის „აგრესიულობით გამოირჩევა“. ამით გიგაურის ორგანიზაციის ირგვლივ, სკანდალი არ სრულდება.