გზავნილები უზბეკეთიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უზბეკეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა დასრულებულია. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ შუა დერეფნის განვითარება პრიორიტეტული საკითხია და მთავრობა მზად არის, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობით მაქსიმალურად ისარგებლოს. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა საკვანძო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. დღის ბოლოს შეხვედრა გაიმართა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთანაც.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
