ანალენა ბერბოკი ბუნდესტაგში მწვანეთა ფრაქციის თანათავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს
ანალენა ბერბოკი ბუნდესტაგში მწვანეთა ფრაქციის თანათავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს. ამის შესახებ „შპიგელი“ იტყობინება. გერმანული გამოცემის ცნობით, ევროპული ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, ანალენა ბერბოკი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რიგით დეპუტატად დარჩება.
