ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით გამოდიან
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის ინიციატივით გამოდიან. პოლიტიკოს ინფორმაციით, პარტია „ვოლტ ევროპის“ წარმომადგენლები ევროპული ქვეყნების ლიდერებს სამოქმედო გეგმას გაუგზავნიან, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევაზე იქნება საუბარი. გამოცემა პოლიტიკოს ცნობით, ამ წინადადებასთან ერთად, სამოქმედო გეგმით ევროპარლამენტარები საერთო ევროპული არმიის შექმნის და თავდაცვის სფეროში ევროკავშირის უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივით გამოდიან.
