კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი ირანის საკითხზეც მსჯელობენ
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი ირანის საკითხზეც მსჯელობენ. პესკოვის თქმით, ირანის თემა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დიალოგის ცალკე მიმართულებაა, თუმცა აქამდე ამ საკითხზე დეტალური საუბარი არ გამართულა. ცოტა ხნის წინ ამერიკულ პრესაში დაიწერა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის მოსაგვარებლად დახმარება სთხოვა.
