საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მოქალაქეებს საგანგებოდ მიმართავს
საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მოქალაქეებს საგანგებოდ მიმართავს. „ამ დიდი გაურკვევლობის დროს, როცა მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, მე თქვენ მოგმართავთ“ - დაწერა სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლა ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრეა დაგეგმილი. სამიტზე ლიდერებმა ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობა, უკრაინაში ომის დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები უნდა განიხილონ.
