საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასები დაიწყო
განათლების სამინისტროს, ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაციისა და მის ბაზაზე მოქმედ ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასები დაიწყო. სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მასტერკლასის პირველ სესიას ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მასტერკლასების მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და დაინტერესება ფუნდამენტური კვლევებით.
