ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ამ დროისთვის უკვე საკუთარი პოზიციაც გაცხადებული აქვს "გირჩია"
ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ამ დროისთვის უკვე საკუთარი პოზიციაც გაცხადებული აქვს "გირჩია". ბარიერგადალახული ოპოზიცია კი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამის მიზეზად მოქმედ საარჩევნო სისტემას და საარჩევნო ადმინისტრაციას ასახელებენ. მათივე თქმით, პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, "ქართული ოცნების" მოკავშირე იქნება. ოპონენტების ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის იმის ნიშანია, რომ ოპოზიციას მორიგი მარცხის ეშინია.
