უკრაინის სპორტის მინისტრის გადაწყვეტილება კახა კალაძისთვის არასერიოზულია
უკრაინის სპორტის მინისტრის გადაწყვეტილება კახა კალაძისთვის არასერიოზულია. თბილისის მერი ამბობს, რომ ბრძოლის ეს მეთოდი უშედეგო იქნება. სპორტის მინისტრი, რომელმაც კახა კალაძეს სპორტის საერთაშორისო ოსტატის სტატუსი გააუქმა, თავად სკანდალშია გახვეული. უკრაინული პროკურატურა მის ოჯახს რუსული არმიის მომარაგებაში ადანაშაულებს, მათ შორის ომის დროს. უმძიმესი ბრალდებით იყო დაკავებული მისი სიმამრიც.
