გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის, სავარაუდოდ, უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის, სავარაუდოდ, უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა. ამის შემდეგ კი, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი. გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა - დაკავების მიზნით.
