პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებს ვრცელი ფეისბუქ პოსტით ეხმიანება
პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებს ვრცელი ფეისბუქ პოსტით ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთს ბალტიისპირეთი რეალურ საფრთხედ აღიქვამს და ყველა საშუალებას იყენებს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად თუ არა, შესამცირებლად მაინც. „ყველა საშუალებაში“ კი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოც იგულისხმება, როგორც ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ.
