გენერალურმა პროკურატურამ ისფედისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის პარალელური დათვლის შედეგები გამოითხოვა
გენერალურმა პროკურატურამ ისფედისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის პარალელური დათვლის შედეგები გამოითხოვა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ დოკუმენტაციას პროკურატურას მიაწვდიან, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხმის პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებაზე ისფედმა უარი განაცხადა და საზოგადოებას პივიტის შედეგები დაუმალა. ქრონიკა ისფედს დაუკავშირდა, მაგრამ ორგანიზაციაში კომენტარს არ აკეთებენ. არჩევნების ე.წ. გაყალბების საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.
