„დეილი მეილის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი მზად არიან მომავალ კვირას, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ვაშინგტონში გაემგზავრნენ
„დეილი მეილის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი მზად არიან მომავალ კვირას, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ვაშინგტონში გაემგზავრნენ და დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულების ერთობლივი გეგმა შესთავაზონ. დეილი მეილი აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ურჩია ზელენსკის დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დალაგება, რათა უკრაინამ ამერიკის მხარდაჭერა არ დაკარგოს.
