დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს საკანონმდებლო ორგანოს დემოკრატმა წევრებმა რამდენჯერმე პროტესტის გამოხატვა სცადეს
დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს საკანონმდებლო ორგანოს დემოკრატმა წევრებმა რამდენჯერმე პროტესტის გამოხატვა სცადეს. მათ დარბაზში სპეციალური ბანერები შეიტანეს, რომლებზეც სხვადასხვა ლოზუნგი ეწერათ. ელ გრინს კი დარბაზი მალევე დაატოვებინეს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა კონგრესის დემოკრატი წევრების საქციელს სამარცხვინო უწოდა.
