ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართველი და უცხოელი სტუდენტების პირველ ნაკადს 2025 წლის შემოდგომაზე მიიღებს. სამაგისტრო პროგრამის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
