"ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა" ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა
"ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა" ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მსოფლიოში კი 69 ქულით 35-ე ადგილზე გავიდა. ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს კანონის უზენაესობის დონე. სასამართლო ეფექტიანობისა და მთავრობის კეთილსინდისიერების ქულები აღემატება მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. ამ მხრივაც საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ სახელმწიფოს.
